"ჩემთვის ბარსა ყველაზე მეტად ჰგავს პსჟ-ს" - ლუის ენრიკე
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მომდევნო მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი პარი სენ-ჟერმენსა და ბარსელონას შორის დაპირისპირებაა, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:
მე ვიყავი ბარსელონას ფეხბურთელი, მწვრთნელი და მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა კატალონიასთან... ჩემთვის ბარსა ყველაზე მეტად ჰგავს პსჟ-ს. ცხადია, რომ ჰანსი ფლიკმა გააუმჯობესა შედეგები და დანერგა თამაშის სტილი, რომელიც ბაიერნში ჰქონდა. თუ გამარჯვება გვინდა, შეტევა მოგვიწევს.
მიყვარს ბარსელონას ყურება, მიყვარს მათი მატჩები და მათი თამაშის სტილი. სასიამოვნოა ამის ყურება. ჩვენ მოტივირებულები ვართ, ვიყოთ ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ სეზონში ბარსას დაამარცხებს და ბურთს წაართმევს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ვნახოთ, რა მოხდება. ეს ფინალი არ არის. შეჯიბრის სტრუქტურა ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ერთმანეთს ვუპირისპირდებით, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვფიქრობ, ლამინის ერთ-ერთი დიდი ღირსება ისაა, რომ მას სურს, იყოს უბრალოდ ლამინ იამალი. ის თავისი თამაშის სხვადასხვა ასპექტს აუმჯობესებს. ყველაფერი ძალიან მარტივია: არ უნდა მისცე მას ბურთის მიღების საშუალება, რადგან თუ ბურთს მიიღებს, ეს უკვე საფრთხეს ნიშნავს. ლამინის წინააღმდეგ თავდაცვის საუკეთესო გზა იმის უზრუნველყოფაა, რომ ბურთი ბარსელონას არ ჰქონდეს. ეს ჩვენი იდეალური სცენარია, თუმცა რეალურად ყველაფერი ასე არ მოხდება, რადგან ვიცით, რამდენად რთულია ბარსელონას წინააღმდეგ თამაში. ვიცით, რომ მათ მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ; საქმე მხოლოდ ლამინს არ ეხება. რაფინია, პედრი, კუბარსი, ჟოან გარსია... და კიდევ მრავალი სხვა. - ლუის ენრიკე - პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი
2 ტურის შემდეგ პარი სენ-ჟერმენი და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ცხრილში 6 ქულით პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ.