Belive

პსჟ პირველია - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

Goal.com-ის ვერსიით მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - პარი სენ ჟერმენია.

ვებგვერდი წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდის სეზონი მანჩესტერ სიტისთან დრამატულმა გამარჯვებამ შეცვალა, ლიგის ფინალში გამანადგურებელი მოგება კი ნიშნავს, რომ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელები აშშ-შიც მოტივირებულები იქნებიან.

Top ხუთეულში, ასევე, რეალი, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და ჩელსი მოხვდნენ.

ჩემპიონობის ყველაზე მცირე შანსი ოკლენდ სიტის, ალ აინსა და ულსანს აქვთ.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 10 მთავარი ფავორიტი:

  1. პსჟ

  2. რეალი

  3. ბაიერნი

  4. მანჩესტერ სიტი

  5. ჩელსი

  6. დორტმუნდი

  7. ატლეტიკო

  8. ინტერი

  9. ფლამენგო

  10. იუვენტუსი

პარი სენ ჟერმენი ტურნირის B ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოსთან, ბოტაფოგოსთან და სიეტლ საუნდერსთან ერთად იასპარეზებს. კვარას გუნდი პირველ მატჩს კვირას, 16 ივნისს, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს.

პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფები:

  • A ჯგუფი - პალმეირასი, პორტუ, ალ აჰლი, ინტერ მაიამი

  • B ჯგუფი - პსჟ, ატლეტიკო, ბოტაფოგო, სიეტლი

  • C ჯგუფი - ბაიერნი, ოკლენდ სიტი, ბოკა ხუნიორსი, ბენფიკა

  • D ჯგუფი - ფლამენგო, ესპერანსი, ჩელსი, ლოს ანჯელესი/ამერიკა

  • E ჯგუფი - რივერ პლეიტი, ურავა რედ დაიმონდსი, ინტერი, მონტერეი

  • F ჯგუფი - ფლუმინენსე, დორტმუნდი, ულსანი, მამელოდი სანდაუნსი

  • G ჯგუფი - მანჩესტერ სიტი, ვიდადი, ალ აინი, იუვენტუსი

  • H ჯგუფი - რეალი, ალ ჰილალი, პაჩუკა, ზალცბურგი

სხვა სტატიები