დორტმუნდმა პუმასთან ახალი, 9-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
დორტმუნდისა და პუმას პარტნიორობა კიდევ 9 წლით, 2034 წლამდე გაგრძელდება.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ბორუსია გერმანული კომპანიისგან 350-დან 400 მილიონ ევრომდე მიიღებს.
კლუბის დირექტორმა, კარსტენ კრამერმა, განაცხადა, რომ განვლილ პერიოდში მიღწეული წარმატების გამეორება სხვა პარტნიორთან ერთად შეუძლებელი იქნებოდა:
პუმასთან ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგად მუშაობს, რადგან ფეხბურთის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. ის, რასაც ერთად მივაღწიეთ, სხვა პარტნიორთან შეუძლებელი იქნებოდა.
დორტმუნდი და პუმა 2012-2013 წლების სეზონიდან თანამშრომლობენ. კონტრაქტის თანახმად, კომპანია მაისურებს ბორუსიას ქალთა და ახალგაზრდული გუნდებისთვისაც შეკერავს.
The journey continues… for everything that’s still to come 🖤💛
— Borussia Dortmund (@BVB) July 1, 2025
Borussia Dortmund und das Sportunternehmen PUMA haben ihre langjährige Partnerschaft verlängert. 🤝
Alle Infos dazu:
➡️ https://t.co/R2Z6OsnXVi@PUMA @pumafootball pic.twitter.com/R4LW6MUPxG