Belive

პსჟ-მ საფრანგეთის თასის 1/4-ფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის თასის 1/4-ფინალურ ეტაპს "სტად ბრიოშინის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 27 თებერვალს, 00:10 საათზე დაიწყება. პარიზულმა კლუბმა განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს, იმის მიუხედავად, რომ პარიზული გუნდი საფრანგეთის რანგით მე-4 დივიზიონის გუნდს ეთამაშება, მოედანზე მაინც სრული შემადგენლობით გავა.

"პსჟ"-ს განაცხადი დღევანდელი მატჩისთვის კი ასე გამოიყურება:

აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლუკას ერნანდესი, სენი მაიულუ, ნუნუ მენდეში, ბრედლი ბარკოლა, უორენ ზაირე-ემერი, ლუკას ბერალდო, მატვეი საფონოვი, იბრაჰიმ მბაიე, ვილიან პაჩო, ლუის მუკეტი, არნაუ ტენასი, ჟოაო ნევეში.

სხვა სტატიები