პსჟ იმ სასტუმროში ვერ დარჩება, სადაც უნდოდა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ბაიერნსა და პარი სენ-ჟერმენს შორის მეორე დაპირისპირების წინ, სასტუმროსთან დაკავშირებით, პარიზელებს საკუთარი მოთხოვნა ჰქონდათ - მიუნხენურმა გუნდმა მეტოქეს 'საცხოვრებელი' არ დაუთმო.
როდესაც პსჟ-მ ,2025 წლის მაისში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გუნდი მიუნხენის გარეუბან უნტერშლაიშჰაიმში, სასტუმრო „ინფინიტში“ გაჩერდა - საცხოვრებელში, რომელიც მათ იმ დროს უეფამ გამოუყო. ამჯერად ფრანგულ გუნდს შესვლაზე უარი ეთქვა.
მიზეზი: სასტუმრო თავად ბაიერნმა დაჯავშნა. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, წლების განმავლობაში, ბაიერნის საცხოვრებელი იყო - საშინაო მატჩების წინ. ეს სასტუმრო 'ალიანც არენადან' დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. 'რეკორდმაისტერს' არ სურდა, ნახევარფინალური საპასუხო მატჩის წინ ეს ნაცნობი გარემო მოეკლოთ.
BILD-ის ცნობით, ლუის ენრიკეს გუნდი შვაბინგერ ტორში მდებარე Andaz-ის სასტუმროში დაბინავდება.
🚨 PARIS NE RETROUVERA PAS L’HÔTEL DE LA FINALE DE LA LIGUE DES CHAMPIONS LA SAISON DERNIÈRE car le Bayern l’occupera ! 🏨❌
— Actu Foot (@ActuFoot_) May 4, 2026
Superstitieuse, la délégation parisienne aurait voulu reprendre ses quartiers à l’Infinity Hotel & Conference Resort.
Sauf qu’il s’agit de l’hôtel… pic.twitter.com/oQGjzZ88rk