Belive

პსჟ ფინალშია - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ რეალთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენმა რეალს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში გავიდა.

პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 59 წუთი გაატარა.

ხვიჩამ Sofascore-სგან 7,3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 43-ჯერ შეეხო, კარისკენ ხუთჯერ დაარტყა, 6-დან 5 დუელი მოიგო და 26-დან 23 ზუსტი გადაცემა გააკეთა (88%).

7,2 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა, 7,1-ით კი - Whoscored-მა.

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში პსჟ-ს მეტოქე ჩელსი იქნება. მატჩი კვირას, 13 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები