Belive

პსჟ-ს ფეხბურთელები ოქროს ბურთის დაჯილდოვებას ვერ დაესწრებიან

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის შეხვედრა, რომელიც დღეს მარსელსა და პსჟ-ს შორის უნდა გამართულიყო ძლიერი შტორმის გამო გადაიდო. საფრანგეთის ჩემპიონატების, პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შეხვედრა, ხვალ, 22:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ხვალ ჩანიშნული მატჩის დროს არის დაგეგმილი ოქროს ბურთის დაჯილდოვებაც, სადაც პსჟ-ს 9 ფეხბურთელია ნომინირებული, აქედან გამომდინარე ნომინაციაზე ლუის ენრიკე გუნდთან ერთად ცერემონიაზე ვერ წავა. ნომინანტებში შეგახსენებთ არის ხვიჩა კვარაცხელიაც.

ფეხბურთელები, რომლებსაც ტრავმა აქვთ ისინი შეძლებენ დაჯილდოვებაზე წასვლას, ასეთები კი არიან: უსმან დემბელე, ჟოაუ ნევეში და დეზირე დუე.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის კანონმდებლობაში არის 548-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც უამინდობის შედეგად გადადებული მატჩი მეორე დღეს უნდა ჩატარდეს.

სხვა სტატიები