Belive

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის გვერდმა 1/8-ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. სიმბოლურ გუნდში შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ რა თქმა უნდა მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.

სრულად გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ტიბო კურტუა (რეალ მადრიდი)

მცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო მადრიდი), ისმაილ ჯეიკობსი (გალათასარაი), იოსიპ სტანისიჩი (ბაიერნი)

ნახევარმცველები: მარიო ლემინა (გალათასარაი), ფედე ვალვერდე (რეალ მადრიდი), სონდრე ფეტი (ბოდო გლიმტი)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო მადრიდი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ჩელსი 5:2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია მატჩში მაშინ ჩაერთო როდესაც ანგარიში 2:2 იყო და მომდევნო სამივე გოლში მონაწილეობა მიიღო. მან ჯერ საგოლე გადაცემა გაუკეთა ვიტინიას, ხოლო შემდეგ დუბლი შეასრულა

პსჟ-სა და ჩელსის შორის საპასუხო შეხვედრა 17 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები