პსჟ 1/8-ფინალშია - პარიზული გუნდის სავარაუდო მეტოქეები
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-3 ტურში პარი სენ ჟერმენმა სიეტლ საუნდერსი 2:0 დაამარცხა.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, პსჟ-მა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის საგზური გაიფორმა.
მერვედფინალში პარიზელთა მეტოქე A ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. ბოლო ტურის წინ, A ჯგუფში მე-2 პოზიციას ლეო მესის ინტერ მაიამი იკავებს.
დღეს ინტერ მაიამი პირველადგილოსან პალმეირასს ეთამაშება, თუ მატჩი ფრედ დასრულდება, მერვედფინალში ორივე გუნდი გავა და პსჟ-ს მეტოქე სწორედ ამერიკული კლუბი იქნება.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პორტუსა და ალ აჰლის შეხვედრაში გამარჯვებულსაც ექნება, თუმცა ეს გუნდები საკუთარ თავზე დამოკიდებულნი არ არიან.
As it stands, PSG face Inter Miami in the round of 16 👀 pic.twitter.com/Eu5bEqzgGF
— 433 (@433) June 23, 2025