Belive

"დიახ, მე დავბრუნდი" - იამალი პსჟ-სთან მატჩისთვის მზად იქნება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის წინ, კატალონიის ბარსელონას სასიხარულო ინფორმაცია აქვს - უპრინციპულესი მატჩისთვის ლამინე იამალი მზად იქნება და მოედანს დაუბრუნდება.

18 წლის სუპერვარსკვლავს საზარდულის დაზიანება აწუხებდა, რის გამოც მას 4 მატჩის გამოტოვება მოუწია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის, სადაც ბარსელონამ ნიუკასლი სტუმრად 0:2 დაამარცხა.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა იამალი 28 სექტემბერს, ლა ლიგაში, რეალ სოსიედადის წინააღმდეგ, თუმცა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ იგი 1 ოქტომბერს, პსჟ-ს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

ბარსელონასა და პსჟ-ს ჩემპიონთალიგური დაპირისპირება 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები