მარსელი Vs პსჟ - პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კვირას, 20 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, პარი სენ ჟერმენი მარსელს ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
რამდენიმე ვებგვერდმა შეხვედრის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა:
Goal.com-ის ვერსია | საფონოვი - მენდეში, მარკინიოსი, პაჩო, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, რუისი, ტორესი, დემბელე, კვარაცხელია
Sofascore-ის ვერსია | საფონოვი - მენდეში, მარკინიოსი, პაჩო, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, რუისი, ტორესი, დემბელე, კვარაცხელია
ილია ზაბარნის მონაწილეობა ამ მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო აშრაფ ჰაკიმი ფორმის აღსადგენად ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ლიგა 1-ის 4 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, მარსელი კი 3 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.