Belive

"პლეი ოფისთვის მზად ვართ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ" - გიორგი მიქაუტაძე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "მეცი" "პსჟ"-თან 0:2 დამარცხდა, თუმცა მე-16 ადგილი შეინარჩუნა და ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა პლეი ოფში მოუწევს.

მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

რთული შეხვედრა იყო, ვცდილობდით რაც შეიძლება ნაკლები გოლი გაგვეშვა, რამდენიმე მომენტში გადავრჩით, რომ მეტი გოლი არ გავუშვით, მაგრამ ამავდროულად ჩვენც შეგვეძლო 1-2 მომენტში გატანა. მთლიანობაში დამთავრდა როგორც დამთავრდა და ჩვენ პლეი ოფში ვართ, რაც ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს.

სეზონის დაწყების დღიდან ვიცოდით, რომ ჩვენთვის ლიგა 1-ში ასპარეზობა რთული იქნებოდა, მაგრამ აქ ვართ, ყოველთვის გვჯეროდა საკუთარი თავის, ვინარჩუნებდით ფორმას, ერთად ვმუშაობდით, გუნდი ყოველთვის კარგად იყო შეკრული და დღეს ეს ყველაფერი სახეზეა, შანსი გვაქ და ამისთვის ბედნიერები ვართ.

პლეი ოფისთვის ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ, რთული სეზონი გვქონდა და ახლა ფინალი გვრჩება, ჯერ ჯერობით არვიცით ვის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველივე შეხვედრაში, საკუთარ არენაზე, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, რომ მოვიგოთ.

საბოლოო ჯამში ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ და მომდევნო მატჩისთვის უკვე ვიწყებთ მზადებას, კარგად დავისვენებთ, მომავალ კვირას კი მოედანზე სრულად დავიხარჯებით.

"ლორიენს" უნდოდა ჩვენი ადგილის დაკავება, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და ჩვენ ვართ პლეი ოფში, ამიტომ ბედნიერები ვართ. - გიორგი მიქაუტაძე

"მეცი" პლეი ოფის ფინალში მეტოქეს ელოდება, მდგომარეობა კი ასეთია: ჯერ უნდა ჩატარდეს ლიგა 2-ის პლეი ოფის 1/4-ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს "პარიზი" და "როდეზი" უპირისპირდებინ (21 მაისი), ხოლო ნახევარფინალურ შეხვედრაში ამ წყვილიდან გამარჯვებული "სენტ-ეტიენს" შეხვდება. მოკლედ "პარიზი"/"როდეზი" - "სენტ-ეტიენიდან" გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე "მეცს" დაუპირისპირდება.

მეტოქე 24 მაისს გახდება ცნობილი, ხოლო ფინალი ორ მატჩიანი იქნება, 30 მაისს პირველი შეხვედრა გაიმართება, ხოლო განმეორებითი 2 ივნისს.

სხვა სტატიები