ლიონს დიდი ალბათობით ლაკაზეტი დატოვებს | გიორგი მიქაუტაძე მათი მთავარი სამიზნეა
საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ქადისიას" ხელმძღვანელები ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერთან დაკავშირებით "ლიონში" იმყოფებიან, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა footmercato აქვეყნებს. ფრანგი თავდამსხმელი ბოლო დღეებში დიდ ყურადღებას იპყრობს და სავარაუდოდ ამ ზაფხულს ის კლუბსაც დატოვებს. "ალ-ქადისია" ამ სეზონში არაბეთის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა და მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს.
წყაროს ცნობით "ლიონი" ლაკაზეტის დაკარგვით დიდ ზარალს განიცდის, მაგრამ 33 წლის მოთამაშის ტრანსფერით ფულის აღება ყოველდღე არ ხდება, გარდა ამისა თუკი ფრანგული გუნდი ფორვარდს ვერ შეინარჩუნებს ისინი შეეცდებიან, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი დააჩქარონ, რადგან მათი ინტერესი ქართველი ფეხბურთელის მიმართ დღითიდღე უფრო რეალური ხდება.
ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის რათქმაუნდა ჟორჟის მომავალთან მიმართებაში. footmercato ირწმუნება, რომ საუდის არაბეთის კლუბსა და "ლიონს" შორის შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ ახლა ყველაფერი ლაკაზეტზეა დამოკიდებული, რომელსაც საშუალება აქვს, რომ კარიერაში ხელი მოაწეროს ბოლო დიდ კონტრაქტს.
🚨EXCL: ❤️💙🇫🇷 #Ligue1 |
— Santi Aouna (@Santi_J_FM) June 3, 2024
📍Des dirigeants d'Al-Qadsiah 🇸🇦 se sont rendus à Lyon pour discuter du transfert d'Alexandre Lacazette
💰 Négociations en cours avec David Friio
🔐 Accord contractuel déjà trouvé avec l'attaquant français
👀 En cas de départ, l'OL a déjà activé… pic.twitter.com/hHr2rVcNKP