Belive

საქართველოსა და ესპანეთის გაერთიანებული შემადგენლობა რეიტინგის მიხედვით

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ევრო 2024-ის მერვედფინალური მატჩი შედგება. შეხვედრა უდიდეს ინეტერესს იწვევს არამხოლოდ ესპანეთის გამო, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარე ტურნირის ყველაზე ძლიერ ნაკრებად გამოიყურება, არამედ იმის გამოც, რომ საქართველოს ნაკრებმა უდიდესი აღიარება დაიმსახურა საკუთარი ბრძოლისუნარიანობითა და სათამაშო ხარისხის მიხედვით.

საფეხბურთო სტატისტიკის ვებ-გვერდმა WhoScored.com, მერვედფინალში დაპირისპირებული ნაკრებების კომბინირებული თერთმეტეული გამოაქვეყნა. გუნდში 4 ქართველი და 7 ესპანელი ფეხბურთელი მოხვდა. გამოცემამ ფორმაციად ისეთი 4-4-2 აირჩია, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია 4-2-4 ტაქტიკადაც წარმოვიიდგინოთ.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (7.75)

მცველები: დანი კარვახალი (7.25); გურამ კაშია (6.87); რობინ ლე ნორმანი (6,77); მარკ კუკურელია (7.68)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (8.39); პედრი (7.11); ლამინე იამალი (7.27); ნიკო უილიამსი (7.24)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (7.42); ხვიჩა კვარაცხელია (7.15)

სხვა სტატიები