Belive

მეცს საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლა პლეი ოფში მოუწევს

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "მეცი" "პსჟ"-თან 0:2 დამარცხდა, თუმცა მე-16 ადგილი შეინარჩუნა და ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა პლეი ოფში მოუწევს.

34-ე ტურის დაწყების წინ მეცს 29 ქულა ჰქონდა, ბურთების ბალანსი კი (-21). მის უშუალო კონკურენტს, "ლორიენს", რომელიც მე-17 პოზიციაზე იმყოფებოდა - 26 ქულა და ბურთების სხვაობა (-28). ლორიენმა ბოლოადგილოსან 'კლერმონს' 5:0 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქულებითა და ბურთების თანაფარდობით მეცსა და ლორიენს შორის სრული ბალანსი შედგა. ორივეს 29 ქულა და გოლების სხვაობა (-23).

ურთიერთშეხვედრებში ერთი თამაში ლორიენმა მოიგო სტუმრად (1:2), ხოლო ერთი თამაში მეცმა (2:3) - აქაც თანაფარდობაა, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოქმედებს სტუმრად მეტი გატანილი გოლის წესი, რის გამოც მეცი ჩემპიონატს უფრო მაღალ საფეხურზე ასრულებს.

"მეცი" პლეი ოფის ფინალში მეტოქეს ელოდება, მდგომარეობა კი ასეთია: ჯერ უნდა ჩატარდეს ლიგა 2-ის პლეი ოფის 1/4-ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს "პარიზი" და "როდეზი" უპირისპირდებინ (21 მაისი), ხოლო ნახევარფინალურ შეხვედრაში ამ წყვილიდან გამარჯვებული "სენტ-ეტიენს" შეხვდება. მოკლედ "პარიზი"/"როდეზი" - "სენტ-ეტიენიდან" გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე "მეცს" დაუპირისპირდება.

მეტოქე 24 მაისს გახდება ცნობილი, ხოლო ფინალი ორ მატჩიანი იქნება, 30 მაისს პირველი შეხვედრა გაიმართება, ხოლო განმეორებითი 2 ივნისს.

სხვა სტატიები