Belive

პირველად გერმანიის მიღმა - ჰუმელსს მალიორკაზე ელიან

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს - მატს ჰუმელსს კუნძულ მალიორკაზე ელიან.

მას შემდეგ, რაც მატს ჰუმელსმა "დორტმუნდის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ესპანურ მედიაში საკმაოდ აქტიურად იწერება იმ ფაქტის შესახებ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი კარიერას "მალიორკაში" გააგრძელებს და პირველად გავა ქვეყნის საზღვრებს გარეთ სათამაშოდ.

რამდენიმე დღის წინ კი მან კუნძულზე სახლი შეიძინა, რაც შეიძლება იმის მანიშნებელია, რომ კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და გერმანელი ფეხბურთელი კარიერის ბოლო წლებს ერთ-ერთ საუკეთესო კუნძულზე გაატარებს.

როგორც ესპანურ მედიაში ხდება ცნობილი, მატს ჰუმელსი მზად არის, რომ ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს და "მალიორკაში" ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ მატს ჰუმელსს გერმანიის გარდა არასდროს უთამაშია. მისი დიდებული კარეირა "ბაიერნში" დაიწყო და ამ კლუბის ასაკობრივ გუნდებში ითამაშა, 2008-2009 წლებში კი "რეკორდმაისტერმა" "დორტმუნდში" გაანათხოვრა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დიდი ისტორიის წერა.

მატს ჰუმელსმა "დორტმუნდში" 508 მატჩი ჩაატარა და 38 გოლის გატანა შეძლო. "ბაიერნში" კი ცენტრალურმა მცველმა 118 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა.

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება ლეგენდარული გერმანელი მცველის ხილვა ლა ლიგის მომავალ სეზონში. ეს ტრანსფერი კი "მალიორკას" ნამდვილად საკმაოდ გააძლიერებს.

სხვა სტატიები