Belive

მეოთხე პრემიერ ლიგური გრანდი?! - სტერლინგი მანჩესტერში გადასვლასთან ახლოსაა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ "იუნაიტედმა" დაიწყო მოლაპარაკებები რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერის შესახებ.

"წითელ ეშმაკებს" 29 წლის ინგლისელი ფეხბურთელის დამატება სურთ, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მანჩესტერის მესვეურები რაჰიმ სტერლინგის სანაცვლოდ თანხის გადახდას არ აპირებენ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რომ რაჰიმ სტერლინგი ჯეიდონ სანჩოში გაცვალოს და თანხის გადახდა არ მოუწიოს.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაჰიმ სტერლინგი მზად არის წითელი ფორმა მოირგოს და "ჩელსი" დაუყონებლივ დატოვოს, თუმცა ყველაფერი რამდენიმე საათში გადაწყდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რაჰიმ სტერლინგი და ბენ ჩილველი გუნდს მიღმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი მოთამაშეები პირველ გუნდთან აღარ ვარჯიშობენ. ეს ორი ფეხბურთელი არა მარტო შემადგენლობიდან ამოაგდეს არამედ, სამომავლო პროექტშიც კი აღარ განიხილებიან.

იმ შემთხვევაში, თუ რაჰიმ სტერლინგი "მანჩესტერში" გადავა, ეს კლუბი მისთვის მეოთხე პრემიერ ლიგური გრანდი იქნება, სადაც უთამაშია.

29 წლის ინგლისელი შემტევი კარიერას "ლივერპულში" იწყებდა, შემდეგ "სიტიში" 7 წლის განმავლობაში ითამაშა, 2022 წლიდან კი "ჩელსის" ღირსებას იცავს.

სხვა სტატიები