,,ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მეტოქის მიმართ პატივისცემა აკლდა'' - ალანი კვარაცხელიაზე
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიური ბოტაფოგოს ნახევარმცველმა, ალანმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ნაპოლიშიც თამაშობდა (2015-2020), პსჟ-სთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,რა ვუთხარი კვარაცხელიას? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მაგრამ, მოედანზე მეტოქის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. მას ცოტათი უპატივცემულო დამოკიდებულება ჰქონდა.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მედიისგან მეტ ყურადღებასა და პატივისცემას არა მხოლოდ ბოტაფოგო, არამედ ყველა ბრაზილიური კლუბი იმსახურებს. ჩვენთან ისე ფიქრობენ, რომ, თითქოს, ყველა უცხოური გუნდი გვჯობია. არადა, ჩვენი გუნდები ძალიან კარგად ასპარეზობენ, შეხედეთ ფლამენგოსა და პალმეირასსაც... საკუთარი თავის წარმოჩენა შესანიშნავად შეგვიძლია!'' - ალანი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენი ბრაზილიურ ბოტაფოგოსთან 0:1 დამარცხდა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე სიეტლ საუნდერსი იქნება. შეხვედრა ორშაბათს, 23 ივნისს გაიმართება.
Allan pede respeito aos brasileiros após vitória do Botafogo e manda recado a Kvaratskhelia, do PSG: ‘Botamos ele com os pezinhos no chão’ https://t.co/3Y3ZCHTLrn
— FogãoNET ★彡 (@fogaonet) June 20, 2025