Belive

The Best FIFA - ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძოლებს

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ The Best-ის დაჯილდოებისთვის გამოკითხვა დაიწყო. წლის საუკეთესო თერთმეტეულის არჩევა გულშემატკივრებს ორგანიზაციის ვებგვერდზე შეუძლიათ.

22 თავდამსხმელს შორისაა პარი სენ ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. შესაბამისად, არსებობს იმის შანსი, რომ ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდეს.

May be an image of American football and text that says "ገዛ BE5T FIFA MEN'S 11 ATTACKER ATTACKERNOMINEES NOMINEES THE BEST FOOTBALL AWARDS 2025 AL DAWSARI BARCOLA εέ DOUÉ GUIRASSY GYÖKERES HRALAND HENRIQUE ISAK KAN KVARATSKHELIA LEWANDOWSKI MARTÍNEZ APPέ MESSI PEDRO RAPHINHA RONALDO SALAH VINÍCIUSJR JR YAMAL"

თერთმეტეულის გარდა, ფიფა გამოკითხვის საშუალებით საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარესა და მთავარ მწვრთნელსაც გამოავლენს.

საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები:

  • უსმან დემბელე

  • აშრაფ ჰაკიმი

  • ჰარი კეინი

  • კილიან მბაპე

  • ნუნო მენდეში

  • კოულ პალმერი

  • პედრი

  • რაფინია

  • მოჰამედ სალაჰი

  • ვიტინია

  • ლამინე იამალი

საუკეთესო მეკარის ჯილდოს ნომინანტები:

  • ალისონი

  • ტიბო კურტუა

  • ჯანლუიჯი დონარუმა

  • ემილიანო მარტინესი

  • მანუელ ნოიერი

  • დავიდ რაია

  • იან ზომერი

  • ვოიცეხ შჩესნი

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს ნომინანტები:

  • ხავიერ აგირე

  • მიკელ არტეტა

  • ლუის ენრიკე

  • ჰანსი ფლიკი

  • ენცო მარესკა

  • რობერტო მარტინესი

  • არნე სლოტი

ფიფას ვერსიით (მას შემდეგ, რაც დაჯილდოება ამ სახით ტარდება) საუკეთესო ფეხბურთელად ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, მესი დაასახელეს. ამ მხრივ, მეორე ადგილს რონალდუ და ლევანდოვსკი იყოფენ.

სხვა სტატიები