ოფიციალურად: პსჟ 12 მსოფლიო რეკორდის მფლობელად აღიარეს
ოფიციალურად: პარი სენ-ჟერმენი 12 მსოფლიო რეკორდის მფლობელად დასახელდა. გინესის რეკორდების წიგნმა პარიზული კლუბი 2027 წლის გამოცემაში შეიყვანა.
სრულად, პსჟ-მ 12 რეკორდი აღნიშნულ მიღწევებში დაამყარა:
2025/26 წლების გათამაშებაში პსჟ-მ 45 გოლი გაიტანა, რითაც გაიმეორა ბარსელონას 1999/2000 წლების სეზონის შედეგი - ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდული მაჩვენებელია.
ვიტინიამ 1 სეზონში გადაცემების რეკორდი დაამყარა - პორტუგალიელმა 1602 ზუსტი პასი შეასრულა.
პსჟ-ს გასვლით შეხვედრებში 39 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირის ერთ გათამაშებაში ზედიზედ შვიდ პლეი-ოფის მატჩში შეძლო გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის შესრულება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ლიგა 1-ის ერთ სეზონში ზედიზედ 14 გამარჯვება.
დეზირე დუემ 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინტერის წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებაა და სარეკორდო მაჩვენებელია.
ინტერთან 5:0 გამარჯვებით პარი სენ-ჟერმენმა ასევე დაამყარა რეკორდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩისთვის.
მარკინიოსს 11 საფრანგეთის ლიგა 1-ის ტიტული აქვს მოგებული, რაც სარეკორდოა.
პარი სენ-ჟერმენს 14-ჯერ აქვს საფრანგეთის ლიგა 1 მოგებული, რაც ყველაზე მეტია და ასევე სარეკორდოა.
ფაბიან რუისი 2023 წლიდან 2025 წლამდე საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩატარებულ 51 მატჩში დაუმარცხებელი იყო - 40 გამარჯვება და 11 ფრე.
ერთ სეზონში დაგროვებული ყველაზე მეტი 96 ქულა.
36 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონატში.