ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ბარსელონასთან მატჩში
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა 4:2 დაამარცხა.
პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მოედნიდან გასვლა 59-ე წუთზე ტრავმის გამო მოუწია. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო და მე-2 წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
კვარაცხელიას თამაში სხვადასხვა ვებგვერდმა ასე შეაფასა:
Sofascore - 7,4
Whoscored - 7,6
Flashscore - 7,3
ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 35-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (2-ჯერ კარში), 10-დან 5 დუელი მოიგო და 14-დან 12 ზუსტი გადაცემა (86%) გააკეთა.
პსჟ მომავალ შეხვედრას კვირას, 25 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიონის წინააღმდეგ გამართავს.