Belive

პარი სენ-ჟერმენის მესამე ფორმის წარდგენას კვარას გარეშე არ ჩაუვლია

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა და Jordan Brand-მა 2026/2027 წლების სეზონის ახალი, მესამე სათამაშო ფორმა ოფიციალურად წარმოადგინეს. დიზაინი კლუბის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ვიზუალურ სიმბოლოს სრულიად განახლებული ფერთა პალიტრით აცოცხლებს. პრემიერას თან ახლავს ყოველდღიური სტილის („ლაიფსთაილ“) ხაზიც, რომელიც ფორმის მკვეთრ ვიზუალურ იდენტობას ქუჩის მოდაში გადმოიტანს.

მაისურის მთელ ზედაპირზე მწვანე ფერის სხვადასხვა ტონალობაში შესრულებული, მოკრძალებული „ტაი-დაის“ (tie-dye) ეფექტი იკვეთება. შუა ნაწილში განლაგებული მწვანე, წითელი და იისფერი წვრილი ვერტიკალური ზოლები პარი სენ-ჟერმენის სახელგანთქმულ ცენტრალურ ზოლს ახლებურ იერს სძენს, ხოლო ყვითელი აქცენტები - განსაკუთრებით წარწერებსა და ნომრებზე, კომპოზიციას საბოლოო შტრიხს მატებს.

ახალი ფერთა გამით გარდაქმნილი ცენტრალური ზოლი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ითვისებენ ახალი თაობები საკუთარ მემკვიდრეობას, ანიჭებენ მას ახალ შინაარსს/ენერგიას და აქცევენ საკუთარ, განსხვავებულ ხელწერად.

სხვა სტატიები