პაოლო მალდინი: "ანჩელოტიმ დამირეკა და მითხრა, რომ ფინალში შევხვდებით"
"მილანის" ლეგენდამ და ამჟამად, ტექნიკურმა დირექორმა, პაოლო მალდინიმ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართი შეხვედრების წინ ისაუბრა. მალდინის თქმით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი წილისყრის შემდეგ მას დაპირდა, რომ ისინი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებოდნენ.
"საქმე ის არის, რომ კარლო ანჩელოტის, რომელიც ამჟამად „რეალში“ მუშაობს, ისევე, როგორც მე, დაუმთავრებელი საქმეები აქვს სტამბულში.
წილისყრის შემდეგვე დამირეკა და მითხრა: "პაოლო, სტამბულში გნახავ, კარგი?".
ფინალში გასვლა იოლი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი კლუბის ისტორია გვაძლევს ამის დაჯერების საშუალებას.
როდესაც ჩემპიონთა ლიგის მარტის ან აპრილის მატჩებზე მოხვდებით, შეგიძლიათ სეზონი რაღაც წარმოუდგენლად აქციოთ. ჩვენ ახლა გვაქვს ასეთი შესაძლებლობა და გვინდა გამოვიყენოთ ის", - თქვა მალდინიმ.
"მილანისა" და ნაპოლის პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.