Belive

არნე სლოტი: "სალაჰი მესი და რონალდუსავით თამაშობს - მას ასაკი არ ეტყობა..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ახლადდანიშნულმა 46 წლის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა - არნე სლოტმა, მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

სლოტმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელი შემტევი, 32 წლის ასაკშიც კი დომინირებს და მას არანაირი რეგრესი არ აქვს, პირიქით, მატჩიდან მატჩამდე მხოლოდ და მხოლოდ ვითარდება.

"უბრალოდ გაკვირვებული ვარ, თუ როგორ შრომობს, მუშაობს და იხარჯება სალაჰი ყველა ვარჯიშსა თუ თამაშზე. მე ვამაყობ მასთან მუშაობით, რადგან ამ ადამიანმა დამანახა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.

32 წლის ასაკშიც კი გუნდში ყველაზე მონდომებულია, ყველაზე მეტს დარბის, ვარჯიშობს - ის გამარჯვების მენტალიტეტით არის დაბადებული.

ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ სალაჰი მესი და რონალდოსავით არის - ასაკშიც კი არ ეტყობა სათამაშო ნაკლი." - არნე სლოტი

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" ღირსებას 2017/2018 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 364 მატჩი ჩაატარა და 220 გოლის გატანა შეძლო, ხოლო საგოლე გადაცემით თავი 96-ჯერ გამოიჩინა.

არნე სლოტმა კი ყველანაირი მითები და სტერეოტიპები დაამსხვრია და სეზონს საოცრად იწყებს. მან პრემიერ ლიგაში 10 მატჩიდან 8-ში გაიმარჯვა და ლიდერობს, EFL თასზე 1 მატჩი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3/3 გამარჯვება აქვს.

"ლივერპული" შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.

სხვა სტატიები