Belive

ალან შირერი: "ისაკი მაოცებს, ის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ და პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა - ალან შირერმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, "ნიუკასლის" 25 წლის შვედი ფორვარდი - ალექსანდ ისაკია.

ლეგენდარულმა ალან შირერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეხვდა ალექსანდრ ისაკს, რა რჩევები მისცა და რა გაიგო მისგან საინტერესო.

"ერთხელ უკვე ვთქვი, ახლა უფრო თამამად ვიტყვი - ვგრძნობ, რომ ისაკმა თავი ახლა "მსოფლიო კლასის" კატეგორიაში მოაქცია. მას გასაოცარი საფეხბურთო კლასი და ნიჭი აქვს და უფრო დასაფასებელი არის ის, რომ ყოველწლიურად და ყოველ ახალ სეზონში, ისაკი მას უფრო კარგად ამტკიცებს.

სალაჰთან და ჰოლანდთან ერთად, ის არის ერთ-ერთი იმ სამ გამორჩეულ ფორვარდს შორის, რომლებიც პრემიერ ლიგაში გვყავს, თუმცა გასული 2 სეზონის სტატისტიკით, ისაკი საუკეთესოა.

რა თქმა უნდა, დანარჩენმა ორმა ეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში გააკეთა, მაგრამ ისაკმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა და მიმდინარე კამპანიაში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი, ასე რომ, შვედი ფორვარდი მათ (სალაჰისა და ჰოლანდის) განადგურებას აპირებს.

ის მკვლელს ჰგავს, შანსებს არ ანიავებს და ამ ყველაფერთან ერთად, რაც ძალიან მომეწონა მასთან საუბრისას არის ის, რომ, ის ჯერ კიდევ ეძებს გზებს, რათა გააუმჯობესოს თამაში 25 წლის ასაკში." - ალან შირერი

შეგახსენებთ, რომ ალან შირერი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას 441 მატჩში 260 გოლი აქვს გატანილი. გარდა საკლუბო კარიერისა, მან ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 63 ჩატარებულ მატჩში 30 გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება ისაკს, 25 წლის შვედ ფორვარდს მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის გათამაშებაში 17 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე 21 გატანილი გოლით მოჰამედ სალაჰია, მეორე პოზიციაზე კი 19 გოლით ერლინგ ჰოლანდი.

სხვა სტატიები