Belive

პალინიამ ბაიერნში სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ფულემის'' ნახევარმცველი, ჟოაუ პალინია კარიერას ,,ბაიერნში'' არ გააგრძელებს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიუნხენურ გუნდში სამედიცინო შემოწმების ორი ეტაპი წარმატებით გაიარა, თუმცა ტრანსფერი მაინც არ შედგა.

საქმე ისაა, რომ ,,ფულემმა'' პალინიას შემცვლელი ვერ მოძებნა. ლონდონელები მოლაპარაკებებს სკოტ მაკტომინეისთან აწარმოებდნენ, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

გერმანული მედიის ცნობით, ,,რეკორდმაისტერი'' ნახევარმცველის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს იხდიდა.

პალინიამ გასულ სეზონში ,,ფულემის'' მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები