Belive

ტუხელი: ,,იმედია, საშინაო ატმოსფერო მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რომის ,,ლაციოსთან'' გასამართ საპასუხო მატჩზე მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა და მცველმა, მატიას დე ლიხტმა ისაუბრეს:

ტომას ტუხელი: ,,მოთმინება ხვალინდელი თამაშის ნაწილი იქნება. მატჩის შემოსატრიალებლად 90 წუთი გვაქვს. თავიდანვე ნათელი უნდა იყოს, რომ მოედანზე გოლების გასატანად ვართ გასულნი.

ვიცით, რომ მაურიციო სარის კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ მოგება გვჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივრები და საშინაო ატმოსფერო დაგვეხმარება, რათა ჩვენს მიზანს - ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებას მივაღწიოთ.''

დე ლიხტი: ,,იტალიური გუნდები დაცვაში ყოველთვის ძლიერები არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გოლების გასატანად რაც შეიძლება მეტი მომენტი შევქმნათ, თუმცა უკანაც ყურადღებით უნდა ვიყოთ. რთული თამაში და დიდი გამოწვევა გველის.

ჩემპიონთა ლიგა დიდ ენერგიას მოითხოვს, თუმცა ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვიქნებით!'' -

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ბაიერნი'' ,,ლაციოს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები