"ბაიერნში დიდი ხნით დარჩენაზე ნამდვილად ვფიქრობ" - ჰარი კეინი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა, ჰარი კეინმა გერმანულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მედიასთან ისაუბრა. ინგლისელმა ფეხბურთელმა სრულად გამოთქვა თანხმობა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე თუ გუნდი ამას გადაწყვეტს.
ბაიერნში დიდი ხნით დარჩენაზე ნამდვილად ვფიქრობ, ცოტა ხნის წინ ამის თაობაზე განვაცხადე, რომ ჯერ გუნდთან საუბარი არ მქონია, მაგრამ თუ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება, მე მზად ვარ ყველაფერი გულწრფელად ვისაუბრო. ცხადია, ყველაფერი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება სეზონი და რას მივაღწევთ ერთად. ახლა ვიტყოდი, რომ ფანტასტიკურ მომენტში ვართ და სხვა არაფერზე ვფიქრობ.
პრემიერ ლიგასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, ადრე რომ გეკითხათ ალბათ გეტყოდით, რომ დავბრუნდებოდი, მაგრამ ახლა დაბრუნების შანსები შემცირდა, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რომ აღარასდროს დავბრუნდები.
გასულ სეზონში ბაიერნში ტიტულის მოგებამ მეტი მოტივაცია მომცა, ამის შემდეგ მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო და სამომავლოდ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. - ჰარი კეინი - მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი
"My wife and kids are happy to stay and as you get older, that's a big part of any decision you make."
— Sky Sports Football (@SkyFootball) October 7, 2025
Harry Kane on the prospect of a new Bayern contract ✍️ pic.twitter.com/zvGTy7NaLs
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი მიუნხენის ბაიერნში 2023 წელს ლონდონის ტოტენჰემიდან გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მას შემდეგ ინგლისელმა ფორვარდმა 106 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 103 გოლი, გააკეთა 29 საგოლე გადაცემა. კეინმა გერმანულ გუნდში ორი ტიტული მოიგო: გერმანიის თასი და სუპერთასი.