Belive

ოსიმენის გარეშე? - ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა მილანის წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოუახლოვდა - ნეაპოლელები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "მილანს" დაუპირისპირდებიან.

მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი პერიოდის წინ, "ნაპოლის" გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო გამოაკლდა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ნიგერიელი თავდამსხმელის გარშემო არაერთი ცნობა ვრცელდება. უშუალოდ კლუბს კი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ითამაშებს თუ არა 24 წლის ფეხბურთელი "სან სიროზე" გასამართ შეხვედრაში.

Sportitalia-ს მიერ გავრცელებული ცნობით, სერია A-ს საუკეთესო მეგოლე ამ მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებას ვერ მოახერხებს, განაცხადში მისი ყოფნა კი სათუო იქნება. რაც შეეხება თავდამსხმელის პოზიციას, სასტარტო თერთმეტეულში ჯაკომო რასპადორი იმოქმედებს.

ამავე დროს, გამოცემა სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომლითაც "ნაპოლი" "მილანთან" მატჩს დაიწყებს და ის ასე გამოიყურება:

მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ზიელინსკი - პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია.

“მილანისა” და "ნაპოლის" პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები