Belive

მორიგი პრობლემა, ამჯერად უფრო მწვავე | გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმირებულია

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი პორტუგალიური გამოცემა "Leonine" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სპორტინგის 26 წლის ნახევარმცველი - გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმირებულია და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას.

სტატიაში, სადაც ნუნო სანტოსის მოედანზე დაბრუნებაზეა საუბარი, გამოცემამ სპორტინგის ტრავმირებული ფეხბურთელები ჩამოთვალა. ზენო დებასტისა და ჯოვანი კენდას გარდა, სიაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველიც მოხვდა.

პორტუგალიური გამოცემა ქოჩორაშვილის პრობლემაზე წერს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის შეძლებს ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას.

გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიური გრანდის ფორმით ბოლო მატჩი 5 თებერვალს პორტუგალიის თასზე ავეშის წინააღმდეგ ჩაატარა. ამის შემდეგ ის გუნდის განაცხადში ვეღარ ხვდებოდა, რაც როგორც ჩანს, ტრავმით არის გამოწვეული - მეტიც, პორტუგალიური კლუბი ქართველი ნახევარმცველით უკმაყოფილოა და მის ტრანსფერზე დაყენებას გეგმავს.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრზე ერთად 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა თითქმის ყველა მატჩში მას მინიმალური სათამაშო დრო ეძლევა.

სხვა სტატიები