ტიერი ანრი: "ფეხბურთმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს რაგბისგან..."
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა და მწვრთნელმა - ტიერი ანრიმ, ფეხბურთის წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ფეხბურთი რაღაცა წესებით რაგბს დაემსგავსება.
'ფეხბურთმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს რაგბისგან.
ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, როცა მსაჯი არაფერს მიხსნიდა და მასთან ლაპარაკიც არ შეიძლებოდა.
აი რაგბიში კი ყველაფერი პირიქით არის — მსაჯი თვითონ მოდის შენთან, გესაუბრება და ყველაფერი გასაგები ხდება, არამარტო შენთვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც.
კარგი იქნება თუ ამ წესს მაინც გაითვალისწინებენ და ფეხბურთშიც ანალოგიური მოხდება..." - ტიერი ანრი
ტიერი ანრიმ ამ ყველაფრის შესახებ "ატლეტიკო" "რეალის" დაპირისპირების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება გულშემატკივრებსაც ესაუბროს მსაჯი და VAR-ის ოთახის წარმომადგენელი, ამისათვის კი საჭიროა, რომ ეს წესი შეიცვალოს და მსაჯმა გადაწყვეტილება მიკროფონში გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი დიდი ხანია, რაც სამწრთნელო კარიერაზე გადაერთო, მან სამწვრთნელო კარიერა "მონაკოში" 2018 წელს დაიწყო, შემდეგ MLS-ში იმუშავა, ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, ბოლოს კი ტიერი ანრის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ოლიმპიურმა საფეხბურთო ნაკრებმა პარიზში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი გუნდი ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.