ოსიმენი ყველაზე ძვირადღირებული აღარ არის - Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების ფასები განაახლა
Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
უცვლელია ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომლის ფასიც ვებგვერდის ვერსიით კვლავ 80 მილიონი ევროა.
იტალიის ჩემპიონატში კვარაზე ძვირადღირებული ისევ სამი ფეხბურთელია - ლაუტარო მარტინესი (110 მილიონი ევრო), ვიქტორ ოსიმენი (100 მილიონი ევრო) და რაფაელ ლეაუ (90 მილიონი ევრო).
10 მილიონი ევროთი დაიკლო ოსიმენის ფასმა, რის შემდეგაც ათეულში ლაუტარო მარტინესი ერთპიროვნულად გალიდერდა. მარკუს ტურამის ფასმა 5 მილიონი ევროთი მოიმატა, რითაც მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, ასევე 5 მილიონით მოიმატა ნიკოლო ბარელას ღირებულებამაც, რომელიც ამ მხრივ კვარას გაუთანაბრდა.
სერია A-ს გასული სეზონი ,,ინტერის'' ტრიუმფით დასრულდა.
კვარაცხელიამ 2023-2024 წლების სეზონში ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სერია A-ს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის ვერსიით:
ლაუტარო მარტინესი - 110 მილიონი ევრო
ვიქტორ ოსიმენი - 100 მილიონი ევრო (-10 მილიონი)
რაფაელ ლეაუ - 90 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო
ნიკოლო ბარელა - 80 მილიონი ევრო (+5 მილიონი)
ალესანდრო ბასტონი - 70 მილიონი ევრო
დუშან ვლაჰოვიჩი - 65 მილიონი ევრო
მარკუს ტურამი - 65 მილიონი ევრო (+5 მილიონი)
ტეო ერნანდესი - 60 მილიონი ევრო
ბრემერი - 60 მილიონი ევრო