Belive

კვარაცხელია ვერონასთან მატჩისთვის მზად იქნება

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და კვირას, ,,ვერონასთან” გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

ქართველმა ფეხბურთელმა კუნთთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 4 იანვარს, ,,ფიორენტინასთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა მატეო პოლიტანო, რომელსაც ექიმები აკვირდებიან.

სერია A-ს 19 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 44 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატალანტას” (ბერგამოელთა ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია) 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები