Belive

ლეონარდო სპინაცოლამ ნაპოლიში სამედიცინო შემოწმება გაიარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეონარდო სპინაცოლამ "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერის გაოფიციალურებას ხელს აღარაფერი უშლის. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აქვეყნებს.

წყაროს მტკიცებით, სპინაცოლა სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რამდენიმე საათის წინ მივიდა. პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ, სპინაცოლა გახდება "პარტენოპეის" პირველი ახალწვეული, რომელსაც გუნდი ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაიფორმებს.

სპინაცოლა მარიო რუის ჩაანაცვლებს, რომელმაც კლუბი 1 ივლისს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ცნობილია, რომ "რომას" ყოფილი ფეხბურთელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს - ანაზღაურების სახით კი წელიწადში, 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები