Belive

"ოსიმენი და კვარა ჩვენთვის ორი ფუნდამენტური მოთამაშეა" - ნაპოლის მწვრთნელი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ მედიასთან კომენტარი გააკეთა

გუნდმა ამ მატჩის მოგებით ბევრი რამ ნათელი გახადა. გვჭირდება, რომ ბევრი რამ გავაუმჯობესოთ, ეს გზა კი ჯერ კიდევ გრძელია. ოსიმენი და კვარა ჩვენთვის ორი ფუნდამენტური მოთამაშეა. იყო სხვადასხვა სირთულეები რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ახლა ისინი თითქმის თავის დონეზე არიან. თუმცა მინდა სხვა თემებსაც შევეხო.

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ბურთის ფლობა, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ იმას მივაღწიოთ რაც მე მსურს, მეტი უნდა გავაკეთოთ. ბუნებით არასდროს ვარ ხოლმე ბედნიერი, მაგრამ ვიცი, რომ 10 დღეში სასწაულებს ვერ მოახდენ. რაჰმანი? რისკი თავიდან ავიცილეთ და ის შევცვალეთ, მეტ დეტალს ხვალ გავიგებთ.

ჩვენ უნდა ვითამაშოთ "ბარსელონას" წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მანამდე ტურინზე უნდა ვიფიქროთ. გვაქვს ვალდებულება, რომ დღითი დღე გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. მე კონკრეტულად, რომ გითხრათ ჯერ არაფერი შემიცვლია მოთამაშეებში, ითამაშეს მათ ვინც ხელმისაწვდომი იყო. ისინი პოულობენ ვარჯიშზე ენთუზიაზმს, რომელიც მათ აკლიათ. ბევრი არ მისაუბრია, რადგან არ მინდოდა მათთვის თავზე ბევრი რამ მომეხვია. მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გავხდებით, ამიტომ ვთხოვ ბიჭებს ასე ითამაშონ. იუვე პრესინგს თამაშობდა და ხშირად გვიჭირდა, ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და ეს ბარიერი დავძლიეთ. - ფრანჩესკო კალცონა - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში 43 ქულით მე-7 ადგილზეა (12 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება). შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 8 მარტს "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები