ესპანეთმა ფეხბურთი არ გვათამაშა | რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა?
2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან სტუმრად დამარცხდა (2:0). მიუხედავად არც ისე საგანგაშო ანგარიშისა, მოედანზე ნაჩვენები თამაში, შედეგობრივად ზუსტად არ ასახავს შეხვედრის ხასიათს.
ერთი გოლი იერემი პინომ გაგვიტანა პირველ ტაიმში, ხოლო მეორე ოიარსაბალმა უძლიერესი საჯარიმო დარტყმით - ეს უკვე მეორე ნახევარში. მთავარი ისაა, რომ ესპანეთმა 24-ჯერ დაგვირტყა კარის მიმართულებით, მაშინ, როცა ჩვენ ეს ერთხელ გავაკეთეთ და ისიც ცენტრიდან. მასპინძლები 83%-ით ფლობდნენ ბურთს და გააკეთეს 820 გადაცემა 172-ის წინააღმდეგ. ესპანეთმა 10-ჯერ ჩააწოდა კუთხური, საქართველომ კუთხურის ჩაწოდების უფლება ვერ მოიპოვა. ამას ემატება ისიც, რომ მამარდაშვილმა პირველ ტაიმში ფერან ტორესს პენალტი აუღო და ქართველმა მეკარემ, ამის გარდა, კიდევ 4-ჯერ გადაარჩინა გუნდი. მოკლედ, საქართველოს ნაკრები ელჩეში უშანსოდ დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელების შეფსება:
მამარდაშვილი - 7.1 (ყველაზე მაღალი)
კაკაბაძე და გოგლიჩიძე - 6.4
კაშია, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი და მიქაუტაძე - 6.5
გოჩოლეიშვილი - 6.3
ქოჩორაშვილი - 6.8
დვალი - 7
კვარაცხელია - 5.9
შეცვლაზე შემოსულმა გაგნიძემ, დავითაშვილმა, მამუჩაშვილმა და აზაროვმა 6.3-დან 6.6-დე შეფასება მიიღეს.
ახლა საქართველოს ნაკრები, უპრინციპულეს მატჩს თურქეთში სტუმრად, 14 ოქტომბერს ჩაატარებს. თურქებმა ბულგარეთს 1:6 მოუგეს და ჩვენს ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.