ნერეშის ნაპოლიში ტრანსფერი ლუკაკუზე და ჩელსიზე არის დამოკიდებული
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" კვლავ "ჩელსის" ელოდება. ნეაპოლელებმა ლონდონელებს ლუკაკუს თაობაზე €30 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნეს, თუმცა კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან. დავიდ ნერეშის ბენფიკადან "ნაპოლიში" გადასვლა, სწორედ ბელგიელის ტრანსფერზე არის დამოკიდებული.
Sky Sport Italia-ს ცნობით, თუ "ჩელსი" "ნაპოლის" შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ ამ ფულს "ნაპოლი" ნერეშის ტრანსფერში გამოიყენებს. იმ შემთხვევაში თუ "არისტოკრატები" "პარტენოპეის" შეთავაზებას დათანხმდებიან, დავიდ ნერეში მას შემდეგ გადავა, რაც ოსიმენი გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ "ბენფიკამ" ნერეში შემადგენლობის მიღმა უკვე დატოვა. ფაბრიციო რომანოს თქმით, ბრაზილიელი შემტევი მზადაა კვირას სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანსფერზე საბოლოო დეტალები მომდევნო 48 საათში გაირკვევა.
🚨🔵 Understand Napoli have all set for David Neres to travel on Sunday with medical tests right after, possible on Monday!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 15, 2024
Final details of deal worth fee close to €30m to be fixed in the next 48h with Benfica, then deal will be sealed.
Here we go, soon. ⏳🇧🇷 pic.twitter.com/DZwJnfb8CS