Belive

ოქროს ბურთი 2023: როგორ გადანაწილდა საქართველოს ხმები?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 ოქტომბერს, მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბურთის 2023 წლის დაჯილდოება გაიმართა.

კარიერაში მერვედ France Football-ის პრიზის გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა - ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, კიდევ ერთი ისტორია დაწერა და პირველი მოთამაშეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო რიგით მესამე გუნდის მაისურით მოიგო.

გარდა ლეო მესის ისტორიული ტრიუმფისა, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით გამორჩეული გახლდათ - მსოფლიო ფეხბურთის ელიტისთვის განკუთვნილ სცენაზე ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა. საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევმა წლის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მსოფლიოში მე-17 ადგილი დაიკავა.

"შატლის" თეატრში გამართულ დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ, რომელთაც ხმა მსოფლიოს 100 გამოცემის ჟურნალისტმა მისცა. საქართველოდან ხმის უფლება გაზეთ "სარბიელს" აქვს, რომელმაც სხვადასხვა ნომინაციებში ხმები შემდეგნაირად გადაანაწილა:

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: 

1. ლიონელ მესი. 2. კილიან მბაპე. 3. ხვიჩა კვარაცხელია. 4. ილქაი გიუნდოგანი. 5. როდრი;

წლის საუკეთესო მეკარე:

1. მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი, 2. ტიბო კურტუა, 3. იასინ ბონო;

სხვა სტატიები