ევრო 2024 | თურქეთი VS საქართველო - ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტისთვის ემზადება, ჩვენთვის 18 ივნისი ისტორიული დღეა, რადგან ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 სთ-ზე ჩავატარებთ და გვჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის, ჩეხეთის და თურქეთის ნაკრებ გუნდებთან ერთადაა.
გახსნითი მატჩი, როგორც მთლიანად ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის, მაგრამ დავიწყოთ თავიდან და გავეცნოთ საქართველო - თურქეთის ურთიერთშეხვედრებს, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ:
ჩვენ მეზობელს, თურქეთის ნაკრებს ისტორიაში სულ 5-ჯერ შევხვედრივართ.
2002 წელს თურქეთი - საქართველოს ურთიერთშეხვედრებმა აიღო სტარტი, რომელიც ამხანაგური მატჩის ეგიდით ტრაბზონში ჩატარდა. შეხვედრა მასპინძელი გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა, მე-9 წუთზე გოლი არიფ ერდემმა გაიტანა, 51-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა ჯიჰან ჰასპოლატლიმ, 71-ზე კი ნიჰათ კაჰვეჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეორე შეხვედრაც ტრაბზონში "ჰუსეინ ავნი აკერი" არენაზე 2004 წელს გაიმართა, ამჯერად ეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი 49-ე წუთზე ფატიჰ ტეკემ გაიტანა, გამათანაბრებელი გოლის ავტორი ჩვენი ნარკების მხრიდან კი მალხაზ ასათიანი იყო, მან თურქეთიდან 1 ქულის წამოღება 84-ე წუთზე შეძლო.
მორიგი მესამე მატჩი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კედლებში, მიხეილ მესხის სტადიონზე 2005 წელს გამართა. შეხვედრა 2:5 ჩვენი ნაკრების მარცხით დასრულდა. პირველი გოლი თურქეთის ნაკრების მხრიდან მე-11 წუთზე ტოლგა სეიჰანმა გაიტანა. ანგარიში მალევე 2 წუთში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაათანაბრა. მე-19 და 35-ე წუთებზე დუბლი შეასრულა ფატიჰ ტეკემ. საქართველოს ნაკრების მხრიდან ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა შეამცირა. თურქეთმა კორაი ავცის გოლით 72-ე წუთზე ისევ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო 89-ზე ტუნკაი სანლიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეოთხე ამხანაგური ტიპის შეხვედრა 2007 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა, გუნდები ერთმანეთს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ. ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე დავით სირაძემ გაიტანა.
ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა თურქეთის წინააღმდეგ 2012 წლის 24 მაისს ამხანაგურ შეხვედრაში ჩაატარა, მატჩი "რედ ბულ არენაზე" ზალცბურგში გაიმართა, რომელიც მეტოქის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. პირველი გოლი მე-12 წუთზე ჰამიტ ალტინტოპმა გაიტანა, მე-40 წუთზე ნური შაჰინმა უპირატესობა გაზარდა, ანგარიში 51-ე წუთზე დავიდ თარგამაძემ შეამცირა, სელჩუქ ინანმა საბოლოო შედეგი 82-ე წუთზე დააფიქსირა..