Belive

ხავი: ,,ნაპოლის კარში მხოლოდ ერთხელ დავარტყმევინეთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ნაპოლისთან'' გამართული მატჩი შეაფასა:

,,შედეგის გამო ვწუხვარ, რადგან მოგებას ვიმსახურებდით... ნაპოლის მხოლოდ ერთი შანსი მივეცით. ასეთი მატჩები უნდა მოვიგოთ და ვფიქრობ, სამართლიანი ჩვენი გამარჯვება იქნებოდა. ჩვენი გოლის შემდეგ, მეტოქე გამოცოცხლდა, ყველაფერი უნდა დაგვესრულებინა, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა.

ჩემი გუნდის თამაში მომეწონა - პროგრესი დაცვაშიც დავინახე და შეტევაშიც. ასე უნდა გავაგრძელოთ.'' - ხავი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები