Belive

ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით დადასტურდა, რომ ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დიდი ასაკის მქონე ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება ის იშვიათი გადაწყვეტყილებაა, რასაც "ბლანკოსები" იშვიათად მიმართავენ, თუმცა ხორვატი ნახევარმცველის შემთხვევაში, კლუბმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულის პერიოდში ეწურებოდა, თუმცა მან საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ალ-აჰლის" შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

37 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" 2012 წლის 27 აგვისტოს გადავიდა და მას შემდეგ 488 ჩატარებულ შეხვედრაში 37 გოლის გატანა და 77 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და ყველა შესაძლო ტურნირი არაერთხელ მოიგო, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგა, 4 ევროპის სუპერთასი, 5-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 3-ჯერ ლა ლიგა.

სხვა სტატიები