Belive

MARCA: "მადრიდის რეალს შემდეგი სეზონიდან ხაბი ალონსო ჩაიბარებს..."

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველაზე პოპულარული ესპანური სპორტული გამოცემის "MARCA"-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალს" შემდეგი სეზონიდან, კლუბის ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი - ხაბი ალონსო ჩაიბარებს. 

მოგეხსენებათ, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალი" კლუბის მთავარ მწვრთნელს - კარლო ანჩელოტის დაემშვიდობება, რომელიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს და ფლორენტინო პერესი ახალი მწვრთნელის ძიებაში დიდი ძალებით არის ჩართული. 

ამის ყველაზე კარგი ალტერნატივა კი ხაბი ალონსოა, რომელიც "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელია და წინა სეზონში კლუბში დანიშვნის შემდეგ, გერმანული კლუბი საშუალო დონის კლუბიდან, მაღალი დონის კლუბამდე გარდაისახა. მიმდინარე სეზონში "ლევერკუზენი" "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგას 13 ქულით ლიდერობს და ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. 

"Marca"-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ლეგენდარულ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა და საქმიანი წინადადება შესთავაზა, თუმცა ხაბი ალონსომ ეს ფაქტი ვერ დაუდასტურა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, 41 წლის მწვრთნელი "ლევერკუზენში" თავს ძალიან კარგად გრძნობს და რაც ყველაზე მთავარია, მისი კლუბი უნაკლო ფეხბურთს აჩვენებს. 

შეგახსენებთ, რომ ხაბი ალონსო "სამეფო კლუბში" 2009-2014 წლებში თამაშობდა, სადაც 158 მატჩი ჩაატარა, თავის გოლით გამოჩენა კი 4-ჯერ შეძლო. 

სხვა სტატიები