ოფიციალურად: ბაიერნმა პირველი ტრანსფერი განახორციელა
მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილად გამოაცხადა - "რეკორდმაისტერმა" 2023/24 წლების სეზონის დაწყებამდე პირველი ტრანსფერი განახორციელა.
სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, "ბაიერნმა" 26 წლის კონრად ლაიმერი გაიფორმა. "ლაიპციგის" ნახევარმცველი "რეკორდმაისტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ტიტულოვანი გერმანული გრანდის ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს.
"ჩემი ოცნება ახდა. "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. კლუბისა და მისი გულშემატკივრებისთვის ყველაფერს გავიღებ", - კონრად ლაიმერი.
👋 #ServusKonrad
— FC Bayern (@FCBayernEN) June 9, 2023
FC Bayern have completed the signing of Konrad Laimer ✍️
🔗 https://t.co/dk9xTSK7wK#MiaSanMia
"ლაიპციგის" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, ლაიმერის დებიუტი 2017 წელს შედგა. ავსტრიელმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 130 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლის გატანა შეძლო.