"ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე" - ხაბი ალონსო
ხაბი ალონსოს მეთაურობით, "ლევერკუზენი" ფენომენალურ სეზონს ატარებს. ბუნდესლიგაში ალონსოს გუნდი 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და UEFA-ს ევროპა ლიგაზეც განაგრძობს წარმატებულ სვლას.
ბრწყინვალე სეზონიდან გამომდინარე, ხაბი ალონსო ისეთ გრანდებს დაუკავშირეს, როგორიცაა "ლივერპული" და "ბაიერნი". გერმანული სპორტული ტაბლოიდები აქტიურად აპელირებდნენ, რომ ხაბი ალონსო მომავალ სეზონში "ლივერპულის" ან "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებდა.
როგორც ჩანს, მერსისაიდელებსა და ბავარიელებს სხვა კანდიდატის შერჩევა მოუწევთ, რადგან ხაბი ალონსომ დუმილი დაარღვია და აღნიშნა, რომ "ლევერკუზენში" რჩება.
"ლევერკუზენის" მესვეურებთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა და მათ განვუცხადე, რომ კლუბში ვრჩები. მომავალთან დაკავშირებით ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, დარჩენა გადავწყვიტე. ჩემთვის ეს იდეალური ადგილია. - ხაბი ალონსო.
🚨🚨 BREAKING! Xabi Alonso: “I had a good meeting with Bayer Leverkusen and I informed them that I will STAY and continue at the club”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 29, 2024
“After lot of talks about my future, I used the break to reflect and make my decision”.
“This is the place to be for me”. ⚫️🔴 pic.twitter.com/QM4fzyQp14