Belive

ბარსელონა ოლმოს პრიორიტეტია - ვარსკვლავი მზადაა წინადადებას დათანხმდეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანი ოლმომ "ბარსელონას" უპირატესობა მიანიჭა და მზადაა კატალონიური გრანდის წინადადებას დათანხმდეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ 26 წლის ოლმოს კატალონიურ გრანდში თამაში სურს და კლუბსა და ფეხბურთელს შორის პოზიტიური კონტაქტი უკვე შედგა. "ბარსელონასა" და "ლაიპციგის" წარმომადგენლები უახლოეს დღეებში შეხვდებიან, რათა ტრანსფერის ფინანსური დეტალები შეათანხმონ.

შეგახსენებთ, დანი ოლმო "ლაიპციგის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ბუნდესლიგის 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს, ოლმომ "ფურია როხას" მაისური 39 მატჩში მოირგო და 11 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები