Belive

ოფიციალურად: რეალმა ჩუამენისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა აურელიან ჩუამენისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ფრანგი ნახევარმცველი "სამეფო კლუბში" 2032 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ჩუამენი რეალს 2022 წელს, მონაკოდან შეუერთდა და მას შემდეგ, ნახევარდაცვის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. 26 წლის ფეხბურთელს, მადრიდული კლუბის მაისურით, 205 მატჩი აქვს ჩატარებული, 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩუამენიმ, რეალთან ერთად, რვა ტიტული მოიგო. მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

მიმდინარე სეზონში, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ფრანგ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე, ათი მატჩი აქვს ჩატარებული. ლა ლიგაში, რეალს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ტურნირის 15-გზის გამარჯვებულები, ოთხიდან ოთხი მოგებით, მეორე ადგილზე არიან. რეალს პარი სენ-ჟერმენი, რომელსაც ასევე ოთხიდან ოთხი მოგება აქვს, ბურთების სხვაობით უსწრებს.

მადრიდელები ლა ლიგის მომდევნო ტურში სელტას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22 ნოემბერს გაიმართება, ჩემპიონთა ლიგაზე კი, 25 ნოემბერს პსვ-ეს უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები