რეალმა ბელინგემთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო
მადრიდის „რეალმა“ ჯუდ ბელინგემთან ახალ კონტრაქტზე პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართა. კლუბი მზადაა ინგლისელს სწორედ იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც ვინისიუსს უხდის - 22 მილიონი ევრო.
თავად ბელინგემს მადრიდში დარჩენა უნდა და ხელფასის ზრდის პერსპექტივაც ხიბლავს. ნახევარმცველისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად რეალურად შეძლებს „რეალი“ მომდევნო წლებში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლას.
მადრიდში ჯუდის თამაშის სტილი ძალიან მოსწონთ: შეუძლია ცენტრიდან ტემპის მართვა, სივრცეების პოვნა და მეტოქის საჯარიმოსთან მწვავე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომაც მას იმ ფეხბურთელთა სიაში მოიაზრებენ, ვის გარშემოც მომდევნო წლების „რეალის“ აშენებას აპირებენ.
🚨 Real Madrid are preparing a new contract offer for Jude Bellingham that could 𝗗𝗢𝗨𝗕𝗟𝗘 his wages to around £480,000-a-week.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) November 19, 2026
That would put him on a similar salary to Vinícius Júnior.
(Source: @diarioas) pic.twitter.com/bRYZLPIV6Q
მადრიდში ბელინგემს მოედნის მიღმაც დადებითად ახასიათებენ. მოსწონთ მისი ლიდერული თვისებები ვარსკვლავებით სავსე გასახდელში და ისიც, რომ ესპანური სწრაფად ისწავლა, რაც თანაგუნდელებთან ურთიერთობას ამარტივებს.
პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და „რეალი“ მზადაა, ბელინგემს სტატუსის შესაბამისი ანაზღაურება შესთავაზოს. 22 მილიონი ევრო კარგი საფუძველია, მაგრამ საბოლოო სიტყვას მაინც ის იტყვის, რამდენად დამაჯერებელი იქნება კლუბის სპორტული ამბიციები მომავალი სეზონებისთვის.