Belive

ფლორენტინო პერესი ჰოლანდის ტრანსფერში დარწმუნებულია

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერლინგ ჰოლანდი სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან "სამეფო კლუბის" წევრი გახდება. ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მანჩესტერ სიტის გარშემო არსებული სამართლებრივი საკითხების ფონზე გახდა. კლუბის ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებული საქმის საბოლოო შედეგების ფონზე, სიტიმ შესაძლოა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი სატრანსფერო თანხის გარეშე დაკარგოს. სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს რეალის პრეზიდენტიც.

ნორვეგიელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. ჩვეულებრივ პირობებში, მისი შეძენა ნებისმიერი კლუბისთვის, უზარმაზარ ფინანსურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა მანჩესტერელთა წინააღმდეგ არსებულმა პოტენციურმა სანქციებმა შესაძლოა, ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალოს.

ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ჰოლანდი უახლოეს მომავალში მანჩესტერ სიტის დატოვებას გეგმავდეს, მაგრამ კლუბის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესის შედეგმა შესაძლოა, ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.

სხვა სტატიები