ოფიციალურად: მადრიდის რეალმა კურტუას შემცვლელად კეპა არისაბალაგა დაიმატა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა", რომელმაც სეზონი ორი წამყვანი ფეხბურთელის, მეკარე, ტიბო კურტუას და ცენტრალური მცველის, ედერ მილიტაოს ჯვარედინი მყესების გაწყვეტით დაიწყო, ბელგიელი გოლკიპერის შემცვლელად კეპა არისაბალაგა გაიფორმა.
იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმის მიღების გამო, ტიბო კურტუა გუნდს შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმაროს, "ბლანკოსებმა" მის შემცვლელად ესპანელი მეკარე დაიმატეს.
28 წლის მეკარე სამშობლოში ლონდონის "ჩელსიდან" 1-წლიანი იჯარის წესით გადაბარგდა, ხოლო 2024 წლის ზაფხულში "რეალს" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
კეპამ "ჩელსის" შემადგენლობაში გატარებულ 5 სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.