Belive

მესის სურს, რომ ინტერ მაიამიმ ლუკა მოდრიჩი დაიმატოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იუგოსლავიისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფორვარდის პრედრაგ მიატოვიჩის თქმით, მესის სურს, რომ "ინტერ მაიამიმ" ლუკა მოდრიჩი დაიმატოს.

ესპანურ რადიოსადგურ Cadena SER-თან საუბრისას მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ მოდრიჩმა აშშ-დან არაერთი შემოთავაზება მიიღო, თუმცა, განსაკუთრებულად დევიდ ბექჰემის კლუბი აქტიურობს. 

ლუკამ არაბეთიდან შეთავაზება მიიღო, თუმცა მან მადრიდში დარჩენა ამჯობინა. რამდენიმე დღის წინ, მოდრიჩი და ბექჰემი ხორვატიაში შეხვდნენ, სადაც ერთად ივახშმეს. სხვათაშორის, მესი ამ ტრანსფერის შესრულებით პირადად არის დაინტერესებული. - განაცხადა მიატოვიჩმა

მოდრიჩმა, რომელიც ახლა 38 წლისაა, გასულ ზაფხულს საუდის არაბეთიდან შეთავაზება მიიღო, მაგრამ ხორვატმა "ბერნაბეუზე" დარჩენა და კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა. ლუკას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურება და თუ არაფერი შეიცვალა ის "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.  

სხვა სტატიები